The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კანდიდ კვიციანი

კანდიდ კვიციანი
სხვა სახელი:კახა კვიციანი
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1949  (74 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა მესტია.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1975 წელს.

1964–1970წწ. მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მეთვალყურე; 1971 წელს "ჰიდროთევზპროექტის" ამიერკავკასიის განყოფილება, ჰიდროტექნიკური განყოფილების ტექნიკოსი; 1976–1978წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საპროექტო–საკვლევაძიებო კანტორა, საგზაო განყოფილების ინჟინერი; 1978–1979წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ცხინვალის საგზაო სარემონტო სამშენებლო სამმართველო N13, სამუშაოთა მწარმოებელი; 1979–1986წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N5 საგზაო საექსპლოატაციო უბანი, უფროსი; 1986–1989წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს ხაშურის N5 საგზაო სარემონტო სამშენებლო სამმართველო, უფროსი; 1989–1902წწ. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების სამინისტრო; ს/გ "ქუთაისავტოგზა", უფროსი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, N7 მესტიის საარჩევნო ოლქი; 1992 წელს მესტიის რაიონის გამგებელი; 1992–1997წწ. სახელმწიფო კონცერნი "საქავტოგზა", გზების ექსპლოატაციის სამმართველოს უფროსი, საგადასახადო სამმართველოს უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე; 1997–2003წწ. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე (2003), თავმჯდომარის მოადგილე (2004); 2006–2008წწ. სამშენებლო ორგანიზაციების ასოციაცია "მანკაბ–XXI", პრეზიდენტი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, N7 მესტიის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 204; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.51

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები-მაჟორიტარები", წევრი (2008-2012)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი ნმოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    თბილისი-სენაკი-ლესელიძე საავტომობილო გზის სოფელ აღაიანის შემოსასვლელი გზის მშენებლობის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, თავდადებული და ნაყოფიერი შრომისათვის
  • 1997 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: