The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ კიკალეიშვილი

ზურაბ კიკალეიშვილი
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1974 წელს.

1974 წელს ტრესტი "წყალმშენი", ინჟინერი; 1974 –1975წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1976–1977წწ. ტრესტი "წყალმშენი", ინჟინერი; 1977–1978წწ. ტრესტ "წყალმშენის", სამშენებლო სამმართველო N2, მთავარი ინჟინერ–მექანიკოსი; 1978–1986წწ. ტრესტ "მტკვარწყალმშენის", სამშენებლო სამმართველო N4, მთავარი ინჟინერ–მექანიკოსი; 1986 წელს ალჟირის სახალხო რესპუბლიკა, ინჟინერი; 1986 –2004წწ. ტრესტ "მტკვარწყალმშენის", სამშენებლო სამმართველო N4, მთავარი ინჟინერ–მექანიკოსი; 2004–2005წწ. თბილისის მერია, კანონიერების დაცვის საქალაქო სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსი; 2005–2006წწ. შპს "თბილისის მეტროპოლიტენის", სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი; 2006–2008წწ. თბილისის მერია, სამოქალაქო მონაწილეობისა და ინტერგრაციის საქალაქო სამსახური – თბილისის კორპუსის უფროსი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 204

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)

გააზიარე: