The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზვიად კუკავა

ზვიად კუკავა
დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1978  (45 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2000 წელს.

2003 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წამყვანი სპეციალისტი; 2004–2005წწ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დისციპლინარული სამართალწარმოების განყოფილების გამგე; 2005–2006წწ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დისციპლინარული სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი; 2006–2007წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურა, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორი; 2007–2008წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საპარლამენტო მდივნის სამსახურის კანონშემოქმედებითი და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი კონსულტანტი; 2008–2009წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, იურიდიული სამსახურის მრჩეველი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2009 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 2009-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 218

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2009-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2009-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2010-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2009-2012)

გააზიარე: