The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კორნელი კუკულავა

კორნელი კუკულავა
დაბადების თარიღი:16 ივნისი, 1949  (74 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჩოხატაური.

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 1971 წელს.

1965–1966წწ. ჩოხატაურის პროფ. დეზ. განყოფილება, დერატიზატორი; 1971–1981წწ. მახარაძის მეფრინველეობის საკოლმეურნეობათშორისო საბჭო, ვეტექიმი; 1981 წელს მახარაძის რაიონის ლაითურის მეურნეობა, ვეტექიმი; 1981–1982წწ. ჩოხატაურის მეფრინველეობის საინკუბატორო სადგური, ვეტექიმი; 1982–1983წწ. საქ. კპ ჩოხატაურის რაიკომი, სოფლის მეურნეობის განყოფილების ინსტრუქტორი; 1983–1986წწ. ჩოხატაურის მეფრინველეობის საინკუბატორო სადგური, დირექტორი; 1986–2005წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ჩოხატაურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი; 2006 წელს ჩოხატაურის რაიონის გამგეობა, მთავარი სპეციალისტი; 2007 წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სპეციალისტი; 2007–2008წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გურიის რეგიონალური სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი; 2008 წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგებლის მოადგილე; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი N62 ჩოხატაურის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 219; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.310

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში აგრარულ-სამრეწველო და სასურსათო კომპლექსის განვითარებაში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობის ამაღლებაში, სოფლის ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისათვის
  • 1986 - საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: