შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა კუპრავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძველი აბაშა, აბაშის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი 1993 წელს. 1987–1988წწ. აბაშის მეცხოველეობის სამეურნეობათაშორისო საწარმოო, შემკეთებელი მუშა; 1995–1996წწ. კ. გამსახურდიას სახელობის მუზეუმი, დირექტორი; 1996–2000წწ. აბაშის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობა, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 2001–2003წწ. პოლიტიკური გაერთიანება "გაერთიანებული დემოკრატების" რეგიონალური სამსახური, ინსპექტორი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2006წწ. პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი; 2006 წლიდან პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართელოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 219 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |