The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ლალიაშვილი

ნიკოლოზ ლალიაშვილი
დაბადების თარიღი:17 დეკემბერი, 1973  (50 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1997 წელს.

1997 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვის სამინისტრო, სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა; 2000 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო; 2000–2002წწ. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა სამმართველო; 2002–2004წწ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 2004–2005წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; 2005–2007წწ. "PA Consulting" ჯგუფის კონსულტანტი; 2008-20012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; 2009-2010წწ. საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "SWOT ანალიზის" წამყვანი, 2020-2021წწ. ტელეკომპანია "იმედის" დირექტორი; 2021 წლის 9 ივლისიდან ტელეკომპანია "იმედის" აღმასრულებელი დირექტორი; 2003 წელს მიენიჭა სამხედრო წოდება: "პოლკოვნიკი". ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საკრალური და პროფანული კატეგორიები ქართულ ფოლკლორში", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 222; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2008-)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი , თავმჯდომარის მოადგილე (2012-)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თავჯდომარის მოადგილე (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2008-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წეცრი (2008-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები", თავმჯდომარის მოადგილე (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ძლიერი საქართველო - ქრისტიან-დემოკრატები", წევრი (2008-)
  • ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, პოლიტიკური მდივანი (2007-)

გააზიარე: