შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ დავითაშვილი![]()
ბიოგრაფიამოღვაწეობდა XVIII საუკუნის I ნახევარში; იყო ნიკოლოზ ბატონიშვილის ამალაში მყოფ დავითაშვილთა შთამომავალი, ალექსანდრე არჩილის ძის ცოლისძმა; განათლება მიიღო მოსკოვში, დაეუფლა სამხედრო საქმეს; 1722 წელს მოსკოველ ქართველთა რაზმთან ერთად მონაწილეობდა რუსეთის ჯარის კასპიისპირეთის ლაშქრობაში; 1725 წელს პეტერბურგში პირველი ჩასვლის დროს ეახლა ვახტანგ VI–ს; მან მეფე ბაქარის წინადადებით თარგმნა "ვაკაფა" – რუსულ–ქართული სასაუბრო; იმავე 1725 წელს მან რუსული და უცხოური ლიტერატურის საფუძველზე შეადგინა მეორე სასწავლო წიგნი – "მცირე რამ გამოკრებილი ანგარიშის ცოდნისა", რომელიც გაასწორა და განავრცო ვახტანგ VI-მ; ეს იყო ქართულ ენაზე შედგენილი ევროპული ტიპის სახელმძღვანელო მათემატიკაში; მისი ხელნაწერები დაცულია თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ეკონომიკურ ცენტრში, სანქტ–პეტერბურგში, სალტიკოვშჩედრინის სახელობის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის იოანე ბატონიშვილის პირველი კოლექცია, ხელნაწერი N313. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.278
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |