შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ლეკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯაფარიძე, დედოფლისწყაროს რაიონი. დაამთავრა საქართველის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სპეციალობით-ბუღალტრული აღრიცხვა სოფლის მეურნეობაში 1980 წელს. 1972–1981წწ. წითელწყაროს კოლმეურნეობა, კოლმეურნე; 1981–1985წწ. საქართველოს ალკკ წითელწყაროს რაიკომის კომკავშირული ორგანიზაციების განყოფილების გამგე; 1985–1988წწ. წითელწყაროს კოლმეურნეობის პარტორგანიზაციის მდივანი; 1988–1990წწ. საქართველოს კპ წითელწყაროს რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი; 1990 წლიდან წითელწყაროს კოლმეურნეობის თავმჯდომარე; 1999–2003წწ. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი, დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების უფროსი; 2003–2004წწ. დედოფლისწყაროს რაიონის გამგებელი; 2004-2008წწ. საქმიანობა კერძო ბიზნესში; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი N14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 222 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |