შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა ლონდარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ასპინძა. დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი სპეციალობით სოფლის-მეურნეობის ეკონომიკა-ორგანიზაცია 1986 წელს. 1979–1981წწ. ასპინძის რაიონის სოფელი საროს კოლმეურნეობა, რიგითი კოლმეურნე; 1986 წელს ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრას კოლმეურნეობა, ეკონომისტი; 1986–1987წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1988 წელს ასპინძის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომი, მოსახლეობის შრომითი მოწყობის ბიურო, სექტორის უფროსი; 1988–1995წწ. ასპინძის რაიონის სოფ. საროს კოლმეურნეობა, გამგეობის თავმჯდომარე; 1995–1998წწ. ასპინძის სამშენებლო მასალების სამეურნეობათშორისო გაერთიანება, ეკონომისტი; 1998–2001წწ. ასპინძის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე; 2001–2004წწ. ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 2004–2007წწ. საგადასახადო დეპარტამენტის ახალციხის საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 2007 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის საგადასახადო ინსპექციის უფროსი; 2008 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის უფროსი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №39 ასპინძის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 226 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |