The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ლორთქიფანიძე

დიმიტრი ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით 1992 წელს; თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1998 წელს.

1984–1985წწ. ცეკავშირის ბიოლოგიური საწარმო, ლაბორანტი; 1985–1987წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური, რიგითი; 1992–1994წწ. საინფორმაციო–სადაზვერვო სამსახური; 1994 წელს სამთავრობო დაცვის სამსახური; 1995–1998წწ. აფხაზეთის შსს, უფროსი ინსპექტორი; 1995–1996წწ. სამოქალაქო თავდაცვის სამმართველო, მთაწმინდის რაიონის განყოფილების უფროსის თანაშემწე; 2000 წელს ს.ს. "საქგაზი", რეგიონალურ და ადგილობრივ მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი, გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე; 2002–2008წწ. საქართველოს ადვოკატთა კოლეგია, ადვოკატი; 2003-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნული სტრატეგიის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.228

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თავისუფალი საქართველო, წევრი
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წეცრი (2008-)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წეცრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2011-)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის", მდივანი, თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე (2011-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ძლიერი საქართველო - ქრისტიან-დემოკრატები", წევრი (2008-)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ძლიერი საქართველო", მდივანი (2008-2011)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე (1999-2000)

გააზიარე: