შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა მადურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩაბანო, თიანეთის რაიონი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით - ვაჭრობისა და საზ. კვების ეკონომიკა და მართვა 1996 წელს. 1987–1988წწ. თიანეთის რაიონის ახალსოფლის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობა, მუშა; 1988–1990წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1991 წელს თიანეთის საკოლმშენის ორგანიზაცია, მძღოლი; 1996–1997წწ. თიანეთის რაიონის გამგეობა, უფროსი სპეციალისტი; 1998 წელს თიანეთის რაიონის გამგეობა, უფროსი სპეციალისტი; 1998–2005წწ. საქართველოს სახფელმწიფო უშიშროების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველო, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი; 2005 წელს თიანეთის შ. ს. რაიგანყოფილება, უფროსის მოადგილე; 2005–2006წწ. თიანეთის რაიონის გამგეობა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი; 2006–2008წწ. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგებელი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №19 თიანეთის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.230 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |