The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა მადურაშვილი

ზაზა მადურაშვილი
დაბადების თარიღი:16 მაისი, 1970  (53 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩაბანო, თიანეთის რაიონი. 

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით - ვაჭრობისა და საზ. კვების ეკონომიკა და მართვა 1996 წელს.

1987–1988წწ. თიანეთის რაიონის ახალსოფლის მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობა, მუშა; 1988–1990წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1991 წელს თიანეთის საკოლმშენის ორგანიზაცია, მძღოლი; 1996–1997წწ. თიანეთის რაიონის გამგეობა, უფროსი სპეციალისტი; 1998 წელს თიანეთის რაიონის გამგეობა, უფროსი სპეციალისტი; 1998–2005წწ. საქართველოს სახფელმწიფო უშიშროების სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველო, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი; 2005 წელს თიანეთის შ. ს. რაიგანყოფილება, უფროსის მოადგილე; 2005–2006წწ. თიანეთის რაიონის გამგეობა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი; 2006–2008წწ. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგებელი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №19 თიანეთის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.230

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)

გააზიარე: