The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ზენაიშვილი

ოთარ ზენაიშვილი
დაბადების თარიღი:18 ივლისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:25 იანვარი, 2017  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის  სან.ებით ჰიგიენური ფაკულტეტი 1946 წელს.

1946–1949წწ. იყო სამხრეთ ოსეთის საოლქო სამალარიო (ტროპიკული) სადგურის გამგე; 1950 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამალარიო ჯგუფის ექიმ–ინსპექტორი, მალარიოლოგი; 1952 წელს ჰელმინთოლოგიური განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი; 1953 წელს უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1961 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 144 სამეცნიერო–პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის, მონოგრაფიების. ავტორთა ჯგუფთან ერთად მონაწილეობდა "თერაპიული ცნობარის" (1984) და "საოჯახო მედიცინის" (1994) გამოცემაში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. 1994 წლიდან არჩეულია პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსად. მიღებული აქვს საქართველოს უზენაესი საბჭოს "საპატიო სიგელი" (1984). ექიმი-პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ანკილო სტომილოზიისა და ზოგიერთი სხვა ჰელმინთოთოზის ოთხქლორიანი ნახშირბადით მკურნალობის საკითხისათვის", დაიცვა 1955 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -"ჰემოკოოაგულაციური დარღვევების პათოგენეზური მექანიზმი ანკილოსტომიდოზისა და ფასციოლოზის დროს", დაიცვა 1971 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.110; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.353

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თსსუ ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზებული საბჭო, წევრი
  • საქართველოს პარაზიტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების გამგეობა, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • 1991 - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის პრემია

გააზიარე: