The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლემა ზირაქიშვილი

დაბადების თარიღი:30 მაისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:აპრილი, 2010  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ჩაქვი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

1951–1956წწ. იყო საბჭოთა არმიის სამხედრო ნაწილის სამედიცინო სამსახურის უფროსი; 1956 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 128 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების ბიბლიოგრაფიული ცნობარი (1924–1974), თბილისი, 1975. მისი ხელმძღვანელობით დაცულია დისერტაციები, მომზადებულია სამეცნიერო შრომები. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1984, 1988). ექიმი–პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ასკარიდოზის ეპიდემიოლოგიის თავისებურებები და გაჯანსაღების შედეგები ზემო სვანეთში", დაიცვა 1964 წელს; სადსოქტორო დისერტაციის თემა - "ასკარიდოზის ეპიდემიოლოგია და მისი მკვეთრი შემცირების პრობლემა საქართველოში", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.110; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.353

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის, მედიკო–სოციოლოგიური სამეცნიერო აკადემია, წევრი
  • საქართველოს პარაზიტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, ვიცე–პრეზიდენტი (1998-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის პრემია

გააზიარე: