Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლემა ზირაქიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ჩაქვი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951–1956წწ. იყო საბჭოთა არმიის სამხედრო ნაწილის სამედიცინო სამსახურის უფროსი; 1956 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 128 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების ბიბლიოგრაფიული ცნობარი (1924–1974), თბილისი, 1975. მისი ხელმძღვანელობით დაცულია დისერტაციები, მომზადებულია სამეცნიერო შრომები. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1984, 1988). ექიმი–პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ასკარიდოზის ეპიდემიოლოგიის თავისებურებები და გაჯანსაღების შედეგები ზემო სვანეთში", დაიცვა 1964 წელს; სადსოქტორო დისერტაციის თემა - "ასკარიდოზის ეპიდემიოლოგია და მისი მკვეთრი შემცირების პრობლემა საქართველოში", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.110; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.353 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |