Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა დავითაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1941 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა "საქსახპროექტში", "კომუნპროექტში", საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივ შენობათა თბილისის ზონალურ ტიპობრივი და ექსპერიმენტალური დაპროექტების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, "საქქალაქმშენ–სახპროექტში" არქიტექტურული სახელოსნოების ხელმძღვანელად; ძირითადი ნამუშევრები: კომპოზიტორთა კავშირის შემოქმედებითი სახლი სოხუმში(1966, გ. ჯაბუასთან ერთად), კინემატოგრაფისტთა და ჟურნალისტთა კავშირების შემოქმედებითი სახლი ბიჭვინთაში(1966, გ. ჯაბუასთან ერთად), საქართველოს პროფკავშირების სახლი(ყოფილი შრომის სასახლე, ახლანდელი თბილისის მერია) თბილისში(1975, მ. ლორთქიფანიძესა და თ. ნაცვლიშვილთან ერთად), კომპოზიტორთა კავშირის შემოქმედებითი სახლი ბორჯომში(1975, საავტორო ჯგუფის ხელმძღვანელი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.278; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.182 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |