შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა დავითაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი 1962 წელს. 1961 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1966-1968წწ. იყო ახალქალაქის სამუსიკო სკოლის დირექტორი; 1969 წლიდან თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი (თეორიული დისციპლინები, კომპოზიცია); 1993-2011წწ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის მუზეუმის დირექტორი; მისი ნაწარმოებებია: 2 ბალეტი – "ვეფხი და მოყმე" (1978, დაიდგა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში), "ზვიადაური" (1985, დაიდგა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში), 2 სიმფონია – "უშბა" (1963, 1991), 3 სიმფონიური პოემა – "ვეფხი და მოყმე" (1960), "9 აპრილი" (1992), "დავით აღმაშენებელი" (1994), კლარნეტისა და ფლეიტის კონცერტები (1981-2001), 3 კანტატა, ვოკალურ–სიმფონიური ციკლები ი. ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ლექსებზე (1992-1995), რომანსები ქართველი პოეტების ლექსებზე (2002-2008), გუნდები, სიმღერები, მუსიკა – სპექტაკლების, დოკუმენტური და თოჯინური ფილმებისათვის. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.279; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.315 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |