The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა დავითაშვილი

შალვა დავითაშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1934
გარდაცვ. თარიღი:1 ნოემბერი, 2011  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი 1962 წელს.

1961 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1966-1968წწ. იყო ახალქალაქის სამუსიკო სკოლის დირექტორი; 1969 წლიდან თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი (თეორიული დისციპლინები, კომპოზიცია); 1993-2011წწ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის მუზეუმის დირექტორი; მისი ნაწარმოებებია: 2 ბალეტი – "ვეფხი და მოყმე" (1978, დაიდგა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში), "ზვიადაური" (1985, დაიდგა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში), 2 სიმფონია – "უშბა" (1963, 1991), 3 სიმფონიური პოემა – "ვეფხი და მოყმე" (1960), "9 აპრილი" (1992), "დავით აღმაშენებელი" (1994), კლარნეტისა და ფლეიტის კონცერტები (1981-2001), 3 კანტატა, ვოკალურ–სიმფონიური ციკლები ი. ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ლექსებზე (1992-1995), რომანსები ქართველი პოეტების ლექსებზე (2002-2008), გუნდები, სიმღერები, მუსიკა – სპექტაკლების, დოკუმენტური და თოჯინური ფილმებისათვის.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.279; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.315

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი (1979-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2001 - ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1983 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: