The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შიო დავითაშვილი

შიო დავითაშვილი
სხვა სახელი:შიო დავიდოვი
ნაბოლარა
ბრეთელი  (ფსევდონიმი)
მკითხველი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1857
გარდაცვ. თარიღი:1933  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის ახალი სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბრეთი, ქარელის რაიონი.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც აკრძალული ლიტერატურის კითხვის გამო გარიცხეს; თბილისში ჩაება ე. იოსელიანის ხალხოსნურ წრეში; 1876 წელს რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა თბილისის მუშა–ხელოსნებში; 80–იან წლებში გორში დააარსა ხალხოსნური წრე "საიდუმლო კომიტეტი", რომელსაც კავშირი ჰქონდა "ნაროდნაია ვოლიას" აღმასკომთან; რევოლუციური პარტიის საჭიროებისათვის მონაწილეობა მიიღო გორის ხაზინიდან ფულის გატაცებაში; 1883 წლის 14 მარტს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს; პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა გორში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგ ჩამოშორდა რევოლუციურ საქმიანობას. პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი, ხალხოსანი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.279; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.819

ბიბლიოგრაფია

  • ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში : მოგონებანი (ავტორი). - ტფილისი, პოლიტ-კატორღელთა საზ-ბის გამ-მა(წითელდროშოვანი სტ.), 1933. - 122გვ.
  • "ჩატეხილი ხიდი" : "ოთარაანთ ქვრივის"-ს ბ. ილია ჭავჭავაძის მოთხრობის შესახებ / მკითხველის შენიშვნები. (ავტორი). - ტფილისი, გრ. ჩარკვიანის სტ., 1887. - 42გვ.

გააზიარე: