Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შიო დავითაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბრეთი, ქარელის რაიონი. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც აკრძალული ლიტერატურის კითხვის გამო გარიცხეს; თბილისში ჩაება ე. იოსელიანის ხალხოსნურ წრეში; 1876 წელს რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა თბილისის მუშა–ხელოსნებში; 80–იან წლებში გორში დააარსა ხალხოსნური წრე "საიდუმლო კომიტეტი", რომელსაც კავშირი ჰქონდა "ნაროდნაია ვოლიას" აღმასკომთან; რევოლუციური პარტიის საჭიროებისათვის მონაწილეობა მიიღო გორის ხაზინიდან ფულის გატაცებაში; 1883 წლის 14 მარტს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს; პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა გორში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგ ჩამოშორდა რევოლუციურ საქმიანობას. პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი, ხალხოსანი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.279; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.819 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |