The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გომარ სიხარულიძე

გომარ სიხარულიძე
დაბადების თარიღი:4 მარტი, 1942
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 2020  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს(საგუნდო–სადირიჟორო), 1976 წელს(საკომპოზიციო).

1957–1959წწ. იყო ქ. ქუთაისის აბრეშუმის კომბინატთან არსებული გუნდისა და ხალხური ინსტრუმენტალური ანსამბლის ხელმძღვანელი; 1961–1975წწ. ვოკალური ანსამბლი "გორდელას" ხელმძღვანელი; 1966–1970წწ. ასწავლიდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში, 1970–1977წწ. თბილისის V სამუსიკო სკოლის დირექტორი; 1977 წლიდან იყო თბილისის პიონერთა სასახლის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; 1984 წლიდან თბილისის ა.ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალური კათედრის გამგე; დაწერილი აქვს: კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – სონატა ფორტეპიანოსათვის(1969), ხუთი პიესა ფორტეპიანოსათვის(1970), ექსპრომტი ფორტეპიანოსათვის(1970), პრელუდია და ფუგა ფორტეპიანოსათვის(1970), კონცერტი სამი შემსრულებლისათვის, საბავშვო ხმა, ტენორი, ბანი(1984); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – 4 რომანსი ბარიტონისა და ფორტეპიანოსათვის(1964), რომანსი მაღალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1970), "ავე მარია" არია მაღალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1974); საგუნდო ნაწარმოებები – დიდება N1 "რვაასი" სოლისტებისა და ვაჟთა გუნდის ა კაპელასათვის(1966), დიდება N2 "გურამი" სოლისტის, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1968), "ოთხი გურული ჩანახატი" ქალთა გუნდის ა კაპელასათვის(1972), დიდება N3 "ჯარჯი" სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათის(1975); საესტრადო სიმღერები – "იმერული ბალადა", "გურია", "დონ კიხოტი ზურიკელა", "გაზაფხული"; მუსიკა სპექტაკლების, ანიმაციური ფილმებისა და მხატვრული კინოფილმებისათვის("ჩარი–რამა", "გამინაწილე სითბო", "ყველაზე სწრაფები მსოფლიოში"). ვოკალურ ანსამბლ "გორდელასთან" ერთად, 1968 წელს გახდა ბულგარეთის სტუდენტური და ახალგაზრდული საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული.

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 331

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1978-1992)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, მდივანი (1979-19??)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1972 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1969 - საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია

გააზიარე: