The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან მარსაგიშვილი

რომან მარსაგიშვილი
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კარკუჩა, ყაზბეგის რაიონი. 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით - ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა 1975 წელს; მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

1978-2003წწ. მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში: 1978-1983წწ. საქართველოს შსს სახ. ავტოინსპექციის სამმართველო, მცხეთის მოტომექანიზებული ოცეულის უფროსი ს.ს.ს ინსპექტორი, ოცეულის მეთაური; 1983-1991წწ. ყაზბეგის შ.ს. რაიგანყოფილება, უფროსი სახავტოინსპექტორი; 1991-1995 საქართველოს შსს სახ. ავტოინსპექციის სამმართველო, სარეგისტრაციო საგამოცდო განყოფილების უფროსი; 1992-1996წწ. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თბილისის საბაჟო "ყაზბეგი", საბაჟო საგუშაგოს უფროსი; 1996-1997წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი, განსაკუთრებული ინსპექციის უფროსის მოადგილე; 1997-1998წწ. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის შიდა ქართლის მოძრავი-რეგიონალური საბაჟოს უფროსი; 2002-2003წწ. ყაზბეგის რაიონის გამგებელი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №29 ყაზბეგის საარჩევნო ოლქი, საქართველოს რესპუბლიკური პარტია.

 წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ.236

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის მოადგილე (2008-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის", წევრი (2012-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ძლიერი საქართველო - ქრისტიან-დემოკრატები", წევრი (2008-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ძლიერი საქართველო", წევრი (2008-2012)
  • საქართველოს რესპუბლიკური პარტია, წევრი

გააზიარე: