The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ მარტოლეკი

ვახტანგ მარტოლეკი
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1971  (53 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მცხეთა.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი ფინანსისტ-ეკონომისტის სპეციალობით 1993 წელს.

1993–2006წწ. მცხეთის რაიონის საგადასახადო ინსპექცია, საგადასახადო ინსპექტორი, უფროსი საგადასახადო ინსპექტორი, მთავარი საგადასახადო ინსპექტორი; 2004–2005წწ. გორის საგადასახადო ინსპექცია, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს მცხეთის განყოფილების მთავარი ინსპექტორი, გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებების (აუდიტის) სამმართველოს უფროსი; 2005–2006წწ. ქ. მცხეთის გამგეობა, გამგებლის მოადგილე, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი; 2006–2008წწ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №27 მცხეთის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ.237

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები-მაჟორიტარები", წევრი (2008-2012)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სსრკ სპორტის ოსტატი (ნიჩბოსნობა)

გააზიარე: