შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლაშა მინდელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1984 წელს; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1984–1989წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ოსტატის თანაშემწე, ოსტატი, უფროსი ინჟინერი, კომკავშირის კომიტეტის მდივანი; 1989–1994წწ. მცირე საწარმო "ბულატის" ტექნიკური დირექტორი; 1995 წელს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქვემო ქართლის მხარეში; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999–2001წწ. ქ. რუსთავის მერი; 2001–2002წწ. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2013წწ. ქ. რუსთავის მერი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.257 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |