შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურმან დავითაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტბეთი, შუახევის რაიონი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიურ–გეოგრაფიული ფაკულტეტი 1968 წელს. 1968-1985წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში; 1985-1989წწ. ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სექტორის გამგედ; 1995-2006წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის უნივერსიტეტის ბოტანიკის კათედრის გამგე; 2006 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის ბიოლოგიური დეპარტამენტის სრული პროფესორი; მისი კვლევის საგანია აჭარის ადვენტურ მცენარეთა ფლორისტიკული და ბიომორფოლოგიური ანალიზი, ადაფტაციისა და განსახლების თავისებურებანი; ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2000). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.279; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.288 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |