The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მურმან დავითაძე

დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1943  (80 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტბეთი, შუახევის რაიონი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგიურ–გეოგრაფიული ფაკულტეტი 1968 წელს.

1968-1985წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში; 1985-1989წწ. ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სექტორის გამგედ; 1995-2006წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის უნივერსიტეტის ბოტანიკის კათედრის გამგე; 2006 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის ბიოლოგიური დეპარტამენტის სრული პროფესორი; მისი კვლევის საგანია აჭარის ადვენტურ მცენარეთა ფლორისტიკული და ბიომორფოლოგიური ანალიზი, ადაფტაციისა და განსახლების თავისებურებანი; ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი (2000).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.279; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.288

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: