The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან თაქთაქიშვილი

ლევან თაქთაქიშვილი
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1974 წელს(საკომპოზიციო).

1974–1980წწ. ასწავლიდა თეორიულ საგნებს ქ. გორის სამუსიკო სასწავლებელში, 1980 წლიდან ქ. რუსთავის N3 სამუსიკო სკოლის გუნდს; 1981–1984წწ. იყო ქ. რუსთავის თოჯინების თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე; 1984 წლიდან ასწავლიდა თეორიულ საგნებს ქ. თბილისის N26 სამუსიკო სკოლაში; მისი შემოქმედების დიდ ნაწილს შეადგენს კამერულ–ვოკალური და საგუნდო მუსიკა; დაწერილი აქვს: "კამერული სიმფონია", "კვინტეტი ჩასაბერი ინსტრუმენტებისთვის", პიესა კამერული ორკესტრისათვის, საგუნდო კანტატა, საგუნდო პოემა, სგუნდო ციკლი "მემუარები", ვოკალური ციკლი "ვედრება" და "მონანიება", მუსიკა რუსთავის თოჯინების თეატრის სპექტაკლებისთვის.  

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 336 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1981-19??)

გააზიარე: