შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხათუნა ოჩიაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1982 წელს; ასპირანტურა 1988 წელს. 1982–1984წწ. საპროექტო ინსტიტუტი "საქგიპროსოფლმშენი", არქიტექტორი; 1984–1988წწ. თბილისის სამხატვრო აკადემია, ასპირანტი; 1988–2000წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს მონუმენტური და დეკორტიულ–გამოყენებითი ხელოვნების კომბინატი, არქიტექტორი; 2000–2006წწ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი; 2006-2008წწ. თბილისის საკრებულოს წევრი: ეკონომიკური რეფორმებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული, გუბერნატორი (2013). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 285 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |