The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაშა ჟვანია

ლაშა ჟვანია
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1973  (50 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტი 1995 წელს.

1995–1998წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლიტიკური დეპარტამენტის სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს მესამე მდივანი; 1995–1997წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანიის ქვეყნების სამმართველოს მესამე მდივანი; 1997–1998წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დსთ–ს ქვეყნების დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს მეორე მდივანი; 1998–2002წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში, პირველი მდივანი. კონსული; 2002–2003წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2003–2005წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2005 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2005–2008წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში; 2008წ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი,  საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული,  მაჟორიტარი №7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქიდან; 2008-2009წწ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი; 2010-2018წწ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი; 2018-2019წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი; 2019-2024წწ. იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ანი ელ­ჩი ისრაელის სახელმწიფოში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2004).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.294; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.134

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე (2008-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2008)

გააზიარე: