შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ სამადაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით მანქანათმშენებლობის ტექნოლოგია, ლითონსაჭრელი ჩარხები და იარაღები 1987 წელს და ასპირანტურა. 1981-1988წწ. თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სალიანდაგო სამსახური, ბრიგადირი, გზის ოსტატი, ელექტრო ტრანსპორტის განყოფილების ინჟინერი, პირველი კატეგორიის ინჟინერი; 1988–1991წწ. თბილისის სატრანსპორტო გაერთიანება, სალიანდაგო სამსახური, ინჟინერი; 1991–1993წწ. განსაზღვრული პასუხისმგებლობის სამეურნეო ამხანაგობა ფირმა "მადონა", გენერალური დირექტორი; კომერციული ბანკი "ელიტბანკი", გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე (1993); 1993–1995წწ. კომერციული ბანკი "სტიმული", გამგეობის თავმჯდომარე; 1995–1999წწ. "ცეკავშირის" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქიდან; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქიდან; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ.304 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |