შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ სტურუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა კულაში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით მანქანათმშენებლობის ტექნოლოგია, ლითონმჭრელი ჩარხები და იარაღები 1990 წელს. 1991 წელს სამტრედიის რაიონის პრეფექტურასთან არსებული სამხედრო სექტორი, მრჩეველი; სამტრედიის რაიონის საკრებულოს (სპიკერი), მდივანი; 1998-1999წწ. სამტრედიის რაიონის ნაბაკევისს თემის საკრებულო, გამგებელი; 2003–2004წწ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგებელი; 2005–2006წწ. საქართველოს გაერთიანებული ენერგოსადისტრიბუციო კომპანიის აბაშის მომსახურების ცენტრი, მენეჯერი; 2006–2008წწ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგებელი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქიდან; 2012 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი; 2013-2021წწ. სამტრედიის საკრებულოს წევრი; 2017-2023წწ. პ/გ "ევროპული საქართველო" პოლიტიკური საბჭოს წევრი და სამტრედიის ორგანიზაციის თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.314 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |