The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახაბერ სუხიშვილი

კახაბერ სუხიშვილი
დაბადების თარიღი:31 მაისი, 1973  (46 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტი.

1994–2000წწ. საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირი, მართლწესრიგისა და სამხედრო აღმშენებლობის განყოფილების უფროსი, საორგანიზაციო მდივანი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, თავმჯდომარის თანაშემწე; 2000–2001წწ. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოში იურიდიულ განყოფილებაში სპეციალისტი; 2001–2002წწ. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივნის მრჩეველი; 2003 წელს პოლიტიკური გაერთიანება "გაერთიანებული დემოკრატები", თავმჯდომარის თანაშემწე; 2003–2004წწ. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური, უფროსის მოადგილე.

წყარო: http://parliament.ge/ge/parlamentarebi/wina-mowvevis-parlamentebi/saqartvelos-parlamenti-2008-2012-ww/kaxaberi-suxisvili-46241.page

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 და მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)

გააზიარე: