შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ტალახაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა მოსკოვის ბაუმანის სახელლობის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი სპეციალობით ამწე-სატრანსპორტო მანქანები და დანადგარები 1982 წელს. 1982–1985წწ. სკსსი "ტრანსავტომატიკა", ინჟინერი; 1983-1985წწ. მე-3 კატეგორიის კონსტრუქტორი, სკსსი "ტრანსავტომატიკა"; 1985–1988წწ. ლენინგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ასპირანტი; 1988–1989წწ. სკსსი "ტრანსავტომატიკა", წამყვანი ინჟინერი; 1989–1990წწ. სკსსი "ტრანსავტომატიკა", ბორჯომის საბაზო ლაბორატორიის გამგე; 1990–1999წწ. მცირე საწარმო "ინსპეცტრანსაგრო", დირექტორი; 1999-2000წწ. ს/ს "ბაგრატიონი–1882" ტექნიკური განვითარების მენეჯერი; 2000-2001წწ. ს/ს "ბაგრატიონი–1882" წარმოების დირექტორი; 2001-2003წწ. ს/ს "ბაგრატიონი–1882" წარმოების მთავარი მენეჯერი; 2003-2004წწ. ს/ს "ბაგრატიონი–1882" წარმოების დირექტორი; 2004-2005წწ. ს/ს "ბაგრატიონი–1882" ტექნიკური განვითარების მთავარი მენეჯერი; 2005 წელი ქ. ბორჯომის საკრებულო, თავმჯდომარე; 2005–2006წწ. ბორჯომის რაიონის გამგეობა, რაიონის გამგებელი; 2006–2008წწ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თავმჯდომარე; 2008-2012წწ. საქარტველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №36 ბორჯომის საარჩევნო ოლქიდან. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.319 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |