The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ქავთარაძე

ირაკლი ქავთარაძე
დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1973  (50 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1996 წელს; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი სპეციალობით სახელმწიფო მმართველობის სკოლა 2001 წელს.

1996-1997წწ. შპს იბერია-პრაიმ ჯგუფი, პროგრამების ანალიტიკოსი; 1997-1999წწ. უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი, ფინანსური ანალიტიკოსი; 1999-2000წწ. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა "ველი", ფინანსური დირექტორი; 2000-2002წწ. გაეროს განვითარების პროგრამა, ანალიტიკოსი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს ჯილდო საქართველოს დემოკრატიზაციაში შეტანილი წვლილისთვის (01 იანვარი 2003).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.335

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საერთაშორისო მდივნის მოადგილე (2013-)
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საერთაშორისო მდივანი (2002-2013)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2006-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2008-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)

გააზიარე: