შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო ქიტიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი "საქართველო" 1998 წელს; ასპირანტურა 2003 წელს. 1997–1999წწ. საქართველოს სტუდენტ მედიკოსთა ასოციაციის (IFMSA- Georgia) სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების დირექტორი; 1999–2000წწ. საქართველოს სტუდენტ მედიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი; 2000–2001წწ. ხაშურის რაიონის გამგებლის მოადგილე; 2001–2003წწ. საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირის პრეზიდენტი; 2003–2006წწ. საქართველოს სოციალური სამართლიანობის ინსტიტუტის დირექტორი; 2006–2008წწ. შ.პ.ს. BI&BI დირექტორი (ვილნიუსი, ლიტვა); 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №35 ხაშურის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 339 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |