შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სამსონ ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა თბილისის ეკონომიკისა და სამართლის კომერციული ინსტიტუტი სპეციალობით იურისტი 1995 წელს; ობერამერგაუს ნატოს სკოლა სპეციალობით კრიზისების მართვის კურსი 2000 წელს; ნიუ ჰემპშირის უნივერსიტეტი სპეციალობით სამხედრო დაგეგმვის კურსი 2003 წელს. 1983–1985წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1985–1989წწ. საჩხერის სპორტული კომპლექსის რადიო კვანძის უფროსი; 1991–1992წწ. საჩხერის ბატალიონის ოცეულის მეთაური; 1992 წელს საჩხერის ბატალიონის დაზვერვის უფროსი; 1992–1995წწ. საჩხერის ბატალიონის მეთაური; 1995–1997წწ. საჩხერის სპეცდანიშნულების სამთო მსროლელი ბატალიონის მეთაური; 1997–2001წწ. საჩხერის მე–16 სამთო მსროლელი ბატალიონის მეთაური; 2001–2003წწ. ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის საგანგებო სიტუაციისა და სამაშველო ძალების შტაბის უფროსი; 2003–2004წწ. ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე; 2004-2006წწ. ეროვნული გვარდიის სარდალი; 2006–2008წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №50 საჩხერის საარჩევნო ოლქიდან. მიღებული აქვს საფრანგეთის "საპატიო ლეგიონის" ორდენი (2008), აშშ გენერალ-მაიორის საპატიო წოდება, აშშ არმიის დეპარტამენტის მედალი საბრძოლო მიღწევებისთვის, აშშ ჯორჯიის შტატის მედალი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრიგადის გენერალი. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.342; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.197 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |