The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ისვახან შამილოვი

ისვახან შამილოვი
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1952  (71 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბოლნისი.

დაამთავრა აზარბაიჯანის სახალხო-სამეურნეო ინსტიტუტი კვების მრეწველობის სპეციალობით 1974 წელს.

1975–1979წწ. მადნეულის სამთო–გამამდიდრებელი კომბინატი, მომარაგების განყოფილება, ინჟინერ–ტექნოლოგი, ექსპედიტორი; 1979–1989წწ. ქვეშის საბჭოთა მეურნეობა, უბნის უფროსი; 1989–1998წწ. სოფ. ჯავშანიანის საარენდო ორგანიზაცია, მმართველი; 1999–2003წწ. ქვეშის თემის საკრებულო, თავმჯდომარის მოადგილე; 2006–2008წწ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქვეშის თემის ტერიტორიული ორგანო, მთავარი სპეციალისტი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - "გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.354

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)

გააზიარე: