The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოჩა შანიძე

გოჩა შანიძე
Date of birth:18 February, 1966  (58 years)
Category:Engineer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მახარაძე (ქ. ოზურგეთი).

დაამთავრა ჩეხეთის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი სპეციალობით მანქანათმშენებლობის ტექნოლოგია 1989 წელს; ასპირანტურა 1995 წელს.

1989 წლიდან ეწეოდა სამეურნეო და სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 1989-1995წწ. ჩაის, სუბტროპიკულ კულტურათა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება, მექანიზაციის განყოფილება, მეცნიერ–თანამშრომელი; 1990–1991წწ. მელექედურის საშუალო სკოლა, ინფორმატიკისა და ხაზვის პედაგოგი; 1991-1994წწ. ბუნებათსარგებლობის სასწავლო ინსტიტუტი, ინფორმატიკის ლექტორი; 1995–1999წწ. გურიის სამხარეო ადმინისტრაცია, სახელმწიფო რწმუნებულის მთავარი მრჩეველი საინფორმაციო საკითხებში; 1997–2000წწ. სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული სოციალური მართვისა და ინფორმაციის ცენტრი, რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელი; 1995–2010წწ. ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, თავმჯდომარე; 2008–2009წწ. შპს "გეოპლანტოზურგეთი", გენერალური დირექტორი; 2009–2010წწ. საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, რეგიონალური კოორდინატორი; 2010-2012წწ. საქართველოს  მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.354

Member of Organizations

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2010-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი, წევრი (2010-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2010-2012)

Share: