შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ჩარკვიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა 1974 წელს. 1967–1969წწ. ტრესტი "საქკოოპმშენი", საამშენებლო სამმართველო N6, მუშა; 1974–1977წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტრო, ტრესტი N5, რკინა ბეტონის ქარხანა, ოსტატი, მთავარი ტექნოლოგი, საამქროს უფროსი; 1978–1982წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტრო, ტრესტი N1, რკინა ბეტონის ქარხანა, მთავარი ინჟინერი, დირექტორი; 1982–1983წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტრო, N1 სახლმშენებელი კომბინატის ქარხანა, დირექტორი; 1983–2003წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტრო, ტრესტი N1, რკინა ბეტონის ქარხნის დირექტორი, N1 ტრესტის მმართველი; 2003-2004წწ. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი; 2004–2008წწ. ს/ს სამშენებლო კომპანია "თბილისი", გენერალური დირექტორი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №79 ბათუმის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 364; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.268 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |