The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ჩარკვიანი

თეიმურაზ ჩარკვიანი
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1952
გარდაცვ. თარიღი:2014  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიზნესმენი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა 1974 წელს.

1967–1969წწ. ტრესტი "საქკოოპმშენი", საამშენებლო სამმართველო N6, მუშა; 1974–1977წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტრო, ტრესტი N5, რკინა ბეტონის ქარხანა, ოსტატი, მთავარი ტექნოლოგი, საამქროს უფროსი; 1978–1982წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტრო, ტრესტი N1, რკინა ბეტონის ქარხანა, მთავარი ინჟინერი, დირექტორი; 1982–1983წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტრო, N1 სახლმშენებელი კომბინატის ქარხანა, დირექტორი; 1983–2003წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტრო, ტრესტი N1, რკინა ბეტონის ქარხნის დირექტორი, N1 ტრესტის მმართველი; 2003-2004წწ. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი; 2004–2008წწ. ს/ს სამშენებლო კომპანია "თბილისი", გენერალური დირექტორი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №79 ბათუმის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 364; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.268

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი , წევრი (2008-2012)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპოდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2007 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების მედალი
    სამშენებლო სფეროში მიღწეული წარმატებისთვის, მსხვილი ობიექტების მშენებლობაში შეტანილი დიდი წვლილისა და შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის

გააზიარე: