შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ცქიტიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი სპეციალობით კავშირგაბმულობის ეკონომიკა და მართვა 1996 წელს. 1990–1991წწ. ტრესტ "საქკოოპმშენის" ზესტაფონის მოძრავი მექანიზირებული კოლონა, მუშა; 1996–2004წწ. წალკის რაიონის საგადასახადო ინსპექცია, ინსპექტორი, საწარმოთა და ორგანიზაციათა დაბეგვრის განყოფილების უფროსი საგადასახადო ინსპექტორი, მოსახლეობის დაბეგვრის განყოფილების უფროსი, გადამხდელთა მომსახურების, დეკლარაციების დამუშვებისა და კონტროლის განყოფილების უფროსი, ინსპექციის უფროსი; 2004–2006წწ. წალკის გამგებლის პირველი მოადგილე, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი; 2006–2008წწ. წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №25 წალკის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.384 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |