The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ცქიტიშვილი

მიხეილ ცქიტიშვილი
დაბადების თარიღი:30 ივნისი, 1973  (50 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი სპეციალობით კავშირგაბმულობის ეკონომიკა და მართვა 1996 წელს.

1990–1991წწ. ტრესტ "საქკოოპმშენის" ზესტაფონის მოძრავი მექანიზირებული კოლონა, მუშა; 1996–2004წწ. წალკის რაიონის საგადასახადო ინსპექცია, ინსპექტორი, საწარმოთა და ორგანიზაციათა დაბეგვრის განყოფილების უფროსი საგადასახადო ინსპექტორი, მოსახლეობის დაბეგვრის განყოფილების უფროსი, გადამხდელთა მომსახურების, დეკლარაციების დამუშვებისა და კონტროლის განყოფილების უფროსი, ინსპექციის უფროსი; 2004–2006წწ. წალკის გამგებლის პირველი მოადგილე, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი; 2006–2008წწ. წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №25 წალკის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.384

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)

გააზიარე: