შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კახაბერ ძაგანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის ფაკულტეტი 1992 წელს. 1992-1993წწ. სამკურნალო პროფილაქტიკურ საშუალებათა მიღების სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, ლაბორანტი; 1998-1999წწ. საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ლეიბორისტი", წამყვანი სპეციალისტი; 2000-2002წწ. თბილისის მერია, თბილისის პრემიერის მოადგილის სამდივნოს უფროსი; 2002-2006წწ. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივი კომისიის თავმჯდომარე; 1996 წლიდან საქართველოს ლეიბორისტული პარტიის აპარატის უფროსი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015.- თბ.-2015.-გვ.385 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |