შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა ხაბაზი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1990 წელს. 1986-1988წწ. სამხედრო სამსახური, უფროსი სერჟანტი; 1991-1992წწ. საქართველოს ეროვნული კონგრესის წევრი; 22.04.2004-15.06-2004 საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №81 ქობულეთის საარჩევნო ოლქიდან; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს მართლწესრიგისა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე (2004); აჭარის აავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი (2004); 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობის და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის უფროსი (2005); 2005-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №81 ქობულეთის საარჩევნო ოლქიდან; 2005-2008წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდა პოლიტიკისა და ინსტიტუციური მოწყობის სამსახურის უფროსი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.400 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |