შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დილარ ხაბულიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცანა, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი სპეციალობით ფიზიკური კულტურა და სპორტი 1974 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა 1983 წელს. 1974–1977წწ. საქართველოს ფიზკულტურის და სპორტის კომიტეტი, ფიზკულტურის ინსტრუქტორი; 1977–1979წწ. სპორტული გაერთიანება "ქარიშხალა", მწვრთნელი; 1979–1981წწ. საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტი, მწვრთნელი; 1981–1982წწ. სპორტული გაერთიანება "ქარიშხალა", მწვრთნელი; 1982–1990წწ. ჭიდაობის სკოლა, დირექტორი; 1990-2010წწ. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი; 1991 წელს საქართველოს რესპუბლოკის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №78 ლენტეხის საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1991-1992წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; 1991-2010წწ. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი №78 ლენტეხის საარჩევნო ოლქიდან; 2006-2007წწ. თბილისის მერია, მთაწმინდა-კრწანისის გამგებელი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული: მაჟორიტარი №4 კრწანისის საარჩევნო ოლქიდან; 2020 წლიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1976, 1980) და ორგზის მესამე (1975, 1978) პრიზიორი, სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1975), ბელგრადის, დუბროვნიკისა და ვარშავის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული; საქართველოს ნაკრები გუნდის უფროსი მწვრთნელი (1982-1986). მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი გახდა გუნდურ ჩათვლაში (1983). ძიუდოისტი, პოლიციის პოლკოვნიკი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge.; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.401 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |