The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ხახნელიძე

გიორგი ხახნელიძე
დაბადების თარიღი:17 მაისი, 1971  (52 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა.

დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1995 წელს.

1988–1989წწ. თერჯოლის სასურსათო კომბინატი, მუშა; 1989 წელს ძევრის კოლმეურნეობა, კოლმეურნეობის წევრი; 1995–1996წწ. აჯამეთის საკედლე მასალათა კომბინატი, დამხმარე მეურნეობის უფროსი; 1997–2000წწ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობა, საქართველოს ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის სამგორის რაიონის განყოფილების მთავარი წარმომადგენელი; 2001–2004წწ. ქ. თბილისის მერია, ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახური, სამგორის რაიონის განყოფილების უფროსი; 2004–2005წწ. ქ. თბილისის მთაწმინდა–კრწანისის რაიონის გამგებელი; 2005–2006წწ. ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსი; 2008-2012წწ. საქართველოს  მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.407

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)
  • ქ. თბილისის საკრებულოს, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თავმჯდომარე (2006-2008)

გააზიარე: