The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ხინიკაძე

ოთარ ხინიკაძე
Date of birth:16 December, 1956  (68 years)
Category:Economist, Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით პოლიტიკური ეკონომია 1983 წელს.

1984–1985წწ. ქობულეთის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომი, საგეგმო კომისიის ეკონომისტი; 1985–1986წწ. საქართველოს კპ ქობულეთის რაიკომი, პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების ინსტრუქტორი; 1986–1988წწ. ხუცუბნის კოლმეურნეობა, პარტიული კომიტეტის განთავისუფლებული მდივანი; 1988–1990წწ. საქართველოს კპ ქობულეთის რაიკომი, საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი; 1990–1993წწ. საქართველოს საკაბელო ტელევიზიის ქობულეთის ფილიალი, მთავარი ბუღალტერი; 1993–1998წწ. ბათუმის ხორცკომბინატი, მთავარი ეკონომისტი; 1998–2001წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, ეკონომიკისა და საფინანსო–საბიუჯეტო განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 2001–2003წწ. ბათუმის საზღვაო–სავაჭრო ნავსადგური, ინჟინერ–ანალიტიკოსი; 2002–2007წწ. სააქციო საზოგადოება "საქქალაქმშენპროექტი", ადმინისტრაციული დირექტორის მოადგილე, გენერალური დირექტორი; 2008 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი, ადმინისტრაციულ და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; ქობულეთის მუნიციპალიტეტი, გამგებლის პირველი მოადგილე, გამგებელი; 2008-2012წწ. საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №81 ქობულეთის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 410

Member of Organizations

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2008-2010)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2008-2017)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)

Share: