შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბეჟან ხურციძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვანი. დაამთავრა თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით მანქანათმშენებლობის მრეწველობის ეკონომიკა და ორგანიზაცია 1989 წელს. 1969–1974წწ. კიროვის რაიონის დასუფთავების ტრესტი, მექანიკოსი; 1974–1976წწ. საქარხნო რაიონის სარემონტო-სამშენებლო უბანი, მეხუთე თანრიგის ბრიგადირი; 1979–1983წწ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამზადების სამინისტრო, ქ. თბილისის პურპროდუქტების კომბინატი, ელევატორის უფროსის მოადგილე; 1983–1986წწ. ლილოს ხილბოსტნეულის კომბინატი, დირექტორის მოადგილე; 1986–1988წწ. ნავთლუღის დამფასოებელი და სავაჭრო ბაზა, დირექტორის მოადგილე წარმოების დარგში; 1988–1992წწ. თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა, მომარაგება-გასაღების განყოფილების უფროსი; 1991–1992წწ. თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა, დირექტორი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ვანის №6.53 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1995-1999წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პრლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ბურჯანაძე - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №53 ვანის საარჩევნო ოლქიდან; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარალმენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №53 ვანის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 413 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |