The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე ჯავახაძე

ელენე ჯავახაძე
დაბადების თარიღი:19 ივნისი, 1973  (50 წლის)
კატეგორია:ექიმი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სპეციალობით ექიმ პროფილაქტიკოსი 1999 წელს.

1990–1992წწ. თბილისის სულხან–საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ლაბორანტი; 1998–2000წწ. საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, მთაწმინდის რაიონული ორგანიზაცია, საორგანიზაციო მდივანი; 2000–2002წწ. საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, ცენტრალური სამდივნო, გენერალური მდივნის თანაშემწე; 2002 წელი პოლიტიკური გაერთიანება "გაერთიანებული დემოკრატები", მთავარი კანცელარიის და საკადრო საკითხთა სამსახურის უფროსი; 2002–2004წწ. თბილისის სამგორის №6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს აპარატის უფროსი; 2004 წელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მინისტრის აპატარის უფროსი; 2004–2007წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი; 2008 წელი ქ. თბილისის მერია, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის კონსულტანტი; 2008–2010წწ. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე; 2010-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 416

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2010-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2010-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2010-2012)

გააზიარე: