The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ აბაშიძე

ვახტანგ აბაშიძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1941
გარდაცვ. თარიღი:11 თებერვალი, 2013  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ურეხი, ხელვაჩაურის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის კოოპერაციული ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1970 წელს.

1961-1962წწ. ბათუმის რაიკოოპერატივი, ინვენტარიზატორი; 1962- 1969წწ. ბათუმის რაიკოოპერატივი, ეკონომისტი; 1969-1974წწ. ხელვაჩაურის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვაჭრობის დარგში; 1974-1978წწ. ხელვაჩაურის რაისაბჭოს აღმასკომის საფინანსო განყოფილების გამგე; 1978-1982წწ. აჭარის მინისტრთა საბჭოს ვაჭრობის საგეგმო-საფინანსო და ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების გამგე; 1982-1986წწ. ჩაის მრეწველობის ხელვაჩაურის საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორი; 1986-1993წწ. ხელვაჩაურის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე; 1993-1993წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; 1993-1995წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ხელვაჩაურის №83 საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ხელვაჩაურის №83 საარჩევნო ოლქიდან; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დემოკრატიული აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ხელვაჩაურის №83 საარჩევნო ოლქიდან; 2009-2012წწ. აჭარის ავტონომიური ოლქის სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.56; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.165

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აღორძინება", ფრაქციის თავმჯდომარე (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი საქართველო", წევრი (1999-2003)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს რეგიონები", წევრი (2004-2008)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

გააზიარე: